ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი მზადაა, მოახდინოს საზღვრის დემარკაცია აზერბაიჯანთან
სომხეთის სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში სომხეთი მზადაა, განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის დემარკაცია ტოპოგრაფიული რუკებისა და კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს.
„არსებობს გაგება, რომ ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესი უნდა მოხდეს. ალმათის დეკლარაცია უნდა იყოს პოლიტიკური საფუძველი. ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის განხორციელება არ ნიშნავს ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.