ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ.
მსოფლიო

„კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ. თუ ჰააგის სასამართლოს მიეცემა უფლება, დაემუქროს ისრაელელ ლიდერებს, ჩვენი ლიდერები შეიძლება, იყვნენ შემდეგი. ჰააგის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ისრაელზე ან აშშ-ზე და დღევანდელი უსაფუძვლო და არალეგიტიმური გადაწყვეტილება გლობალურად უნდა იყოს დაგმობილი. საერთაშორისო ბიუროკრატებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენონ კანონი დემოკრატიული ქვეყნების ძალაუფლების უზურპაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.
 
შეგახსენებთ, ჰააგას სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.