
კოლუმბია ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
5-16 დეკემბერს, კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა, ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სადაც,საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ,მიიღებს მონაწილეობას . ჩვენი ნაკრები ბოგოტაში უკვე გაემგზავრა.
აღნიშნული ტურნირი უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტატუსს ატარებს. სწორედ,ამ ჩემპიონატზე იწყება ბრძოლა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად.
ქართველმა ძალოსნებმა,მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება, ბაკურიანსა და დუშეთში გაიარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შემდეგია:
61კგ- შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე
67კგ- გურამ გიორბელიძე
73კგ- კახი ასანიძე
89კგ- რევაზ დავითაძე
96კგ- ირაკლი გობეჯიშვილი
102კგ- ირაკლი ჩხეიძე
109კგ- გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე
+109კგ - ლაშა ტალახაძე.
Tags: სპორტი საქართველო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის