საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები 2022 წლის სეზონს "მსოფლიო თასით" დაასრულებსს. 10-11 დეკემბერს აშშ უმასპინძლებს ამ, დიდი მნიშვნელობის მქონე ტურნირს. რომელიც აიოვას შტატში, ქალაქ კორალვილში ჩატარდება. 

მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტულისთვის 6 გუნდი, შეეეჯიბრება ერთმანეთს. აქედან, ხუთმა მათგანმა თავი, სექტემბერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში გამოიჩინა. სასიამოვნო და გასახარია ის ფაქტი,რომ ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ საქართველომ მოიპოვა,აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება. 

"მსოფლიო თასის" ტიტულისთვის იბრძოლებენ შემდეგი ქვეყნები: აშშ, იაპონია,ირანი, მონღოლეთი. მეექვსე ნაკრები კი მსოფლიოს ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს გამორჩეული მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებული.

აღნიშნულ ტურნირზე, გუნდები უკვე გადანაწილდნენ  ორ სამგუნდიან ჯგუფში. 

საქართველოს ნაკრების მექტოქეების ვინაობაც ცნობილია, ჯგუფურ ეტაპზე და ესენი აშშ-ს და მონღოლეთის ნაკრებებია.  

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები, უკვე ფინალში იასპარეზებენ ოქროს მედლისთვის,ხოლო  მეორე ადგილზე გასული ნაკრებები კი ბრინჯაოს მედლისთვის დაეჭიდებიან ერთმანეთს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა,შემდეგია:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი

65 კგ - ბექა ლომთაძე

70 კგ - გიორგი ელბაქიძე

74 კგ - გიორგი სულავა

79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

86 კგ - ტარზან მაისურაძე

92 კგ - მირიან მაისურაძე

97 კგ - გივი მაჭარაშვილი

125 კგ - სოლომონ მანაშვილი

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს.

Tags: სპორტი საქართველო