
მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია
გასულ თვეში, გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ პირველად მიაღწია 8 მილიარდს.მოსალოდნელია,რომ პლანეტაზე საუკუნის ბოლოს, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს და 10,4 მილიარდს მიაღწიოს.
მოსახლეობის ზრდაში დიდი როლი ითამაშა, უკეთესმა ჯანდაცვისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებამ. ადამიანები, მთელს პლანეტაზე ახლა უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ, თუმცა მნიშვნელოვანი რეგიონალური უთანასწორობა ჯერ კიდევ არსებობს.
სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, შობადობის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, ასევე ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობა დაბერდება. მოხუცებულთა დამოკიდებულების კოეფიციენტი - 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რიცხვი, როგორც სამუშაო ასაკის მოსახლეობის წილი - სავარაუდოდ გაორმაგდება მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ შრომისუნარიან მოსახლეობას დასჭირდება პენსიაზე გასული ადამიანების მზარდი რაოდენობის შენარჩუნება - ეს კი დიდი გამოწვევაა სოციალური უზრუნველყოფის, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებისთვის.
შობადობის ტემპის მიხედვით ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სადაც განვითარებული მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების უმეტესობა შედის, ძალზე ჩამორჩება აზიასა და აფრიკას, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას.
Tags: მსოფლიო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის