ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებენ

ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებენ

ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე,ქართველი ძალოსნები გამოსვლას განაგრძობენ. გუშინ ფიცარნაგზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, 67 კგ წონით კატეგორიაში, გურამ გიორბელიძე გამოვიდა.

ჩვენებური B ჯგუფში ასპარეზობდა. სადაც,   ატაცში  125/129 კილოგრამის აწევა მოახერხა და მე-7 ადგილას გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა,  აკვრაში 155/160 კგ ასწია და  მე-8 საფეხურზე გასვლა შეძლო. ორჭიდის ჯამში კი 289 კილოგრამით,მეცხრე ადგილი დაიკავა. 


აღსანიშნავია,რომ გურამ გიორბელიძე პირველად ასპარეზობს დიდებში და სწორედ ამ,მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა დებიუტი. 

Tags: სპორტი საქართველო