
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა და მოსინჯა თავისი ძალები, მსოფლიო ფიცარნაგზე.
ირაკლი B ჯგუფში ასპარეზობდა სადაც, ატაცში 160 კგ დაძლია და მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში 190/195 კილოგრამის ძლევით, მესამე საფეხურზე მოახერხა გასვლა.ორჭიდის ჯამში მოგროვილი 355 კილოგრამით კი, მე-2 ადგილი დაიკავა.
Tags: სპორტი საქართველო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის