ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში,დასრულდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი. ბოლო საშეჯიბრო დღეს, +109 კილოგრამ წონით კატეგორიის. სპორტსმენები გამოვიდნენ, ფიცარნაგზე. 

საქართველოს ღირსება, ორგზის ოლიმპიურმა, ხუთგზის მსოფლიო, ექვსგზის ევროპის  და მრავალგზის რეკორდსმენმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დაიცვა. 

ტალახაძემ ატაცში,   208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოპოვებული 466 კილოგრამით, კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ლაშა, პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი თუ ყოფილი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, განურჩევლად ოლიმპიური სახეობისა, ყველაზე მეტჯერ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო.

გარდა ამისა,ლაშამ  პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის, მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა. 


Tags: სპორტი საქართველო