მაღაროელები დამსაქმებლისგან 14 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვენ

მაღაროელები დამსაქმებლისგან 14 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის წინ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ გაშლილია კარვები და შიმშილობს  4 ადამიანი. მაღაროელები დამსაქმებლისგან 14 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანუმის“ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა  შვებულებით სარგებლობა, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე გაკონტროლება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, სანატორიუმით სარგებლობა, ბიულეტენით სარგებლობის დროს ხელფასის სრულად ანაზღაურება, საკვები ულუფის გაუმჯობესება და ტექნიკის  განახლებაა.

Tags: საზოგადოება საქართველო