სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 64.1%-ით გაიზარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 64.1%-ით გაიზარდა

საქართველოში სამოხელეო დანაშაული იზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 378 ფაქტი დაფიქსირდა, 2020 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 343 იყო.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 64, ხოლო 2020 წლის იანვარ-ივლისში 39 ფაქტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევათა ზრდაც. შს სამინისტროს ინფორმაციით, წლიურად ეს დანაშაული 138.46%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ივლისში უწყების მიერ სამსახურებრივი სიყალბის - 31, ხოლო 2020 წლის ანალოგურ პერიოდში 13 ფაქტი გამოვლინდა.

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 193 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-ივლისში 23 - ქრთამის აღების; 64 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 37 – სამსახურებრივი გულგრილობის; 31 - სამსახურებრივი სიყალბის და 6 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: https://www.bpn.ge/article/85638-saxelmcipo-strukturebshi-samsaxurebrivi-uplebamosilebis-borotad-gamoqenebis-paktebi-641-it-gaizarda