მიჩიგანის შტატში სკოლების აღმასრულებელმა დირექტორმა პერსონალს ტერმინების – „ბიჭი“ და „გოგო“ – გამოყენება აუკრძალა
საზოგადოება
მიჩიგანის შტატში სკოლების აღმასრულებელმა დირექტორმა პერსონალს ტერმინების – „ბიჭი“ და „გოგო“ – გამოყენება აუკრძალა

მიჩიგანის შტატის ქალაქ სელინის სკოლების აღმასრულებელმა დირექტორმა კარა დევისმა სასწავლებლებში ტერმინების „ბიჭი“ და „გოგო“ გამოყენება აკრძალა. მისი მტკიცებით, აღნიშნული ტერმინების გამოყენება „მავნე“ პრაქტიკას წარმოადგენს. ქალაქ სელინის სკოლების ვებგვერდზე წარმოდგენილი აღწერილობის თანახმად, დევისი სკოლაში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასწავლიდა, ახლა კი იგი „ქალაქ სელინის საგანმანათლებლო თანასწორობის კოლექტიური ხედვის გაძლიერებაში დასახმარებლად მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და ადმინისტრატორებთან თანამშრომლობს“.

დევისის მიერ მომზადებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სკოლის პერსონალი მოსწავლეებთან მიმართებით ტერმინებს „ბიჭი“ და „გოგო“ ვეღარ გამოიყენებს, ინტერნეტ სივრცეში ელვის სისწრაფით გავრცელდა.

„გადაწყვეტილება აღნიშნული აკრძალვის შესახებ  მას შემდეგ მივიღე, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დოცენტები და სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან მიმართებით ორობით/გენდერულ ენას („გოგო“ და „ბიჭი“) იყენებენ“, – წერს იგი და ირწმუნება, რომ მოხალისეებს, „სურთ საუკეთესო შესაძლო პრაქტიკის დანერგვა, რაც მოსწავლეების განზრახ გარიყვას არ მოიაზრებს“.

„მე ასევე, ვაღიარებ, რომ ამ პრაქტიკაში არსებობს ისტორიული სიზუსტე, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ მავნე პრაქტიკას მოსწავლეებთან მიმართებით არ გამოვიყენებთ, რადგან ვთვლით, რომ მოსწავლეს მიმართო, როგორც „ბიჭს“ ან „გოგოს“, ძალიან „მავნე“ პრაქტიკაა, რადგან, ბიოლოგიურად, ყველა მოსწავლე ან ბიჭია ან გოგო“, – წერს აღმასრულებელი დირექტორი.

შესაბამისად, დევისი თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოხდეს „შესწორება“. თავის წერილში ის დოცენტებსა და სკოლის პედაგოგებს მოუწოდებს, რომ მოსწავლეებთან მიმართებით ტერმინები – „გოგო“ და „ბიჭი“ -არ გამოიყენონ.

ის ასევე, წერს:

მათ ტერმინების – „გოგონები“ და „ბიჭები“ – ნაცვლად შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი კრებითი სახელები, როგორიცაა, „სტუდენტები“, „ბავშვები“, „ვიზიტორები“. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა გახდება საჭირო, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ტრანსგენდერმა და არაორობითმა მოსწავლეებმა თავი უხერხულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნონ. მაგალითად, მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა შესაძლოა შემდეგნაირად მოხდეს: „იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაბადებული ბავშვები ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით დაბადებულები კი მეორე ჯგუფში“.

აღმასრულებელმა დირექტორმა პედაგოგებს მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის მეორე მეთოდიც, მინიჭებული ნომრების მიხედვით დაყოფა, შესთავაზა.

დევისის ეს აკრძალვა ულტრა-მემარცხენეების მიერ გენდერული იდეოლოგიის დანერგვის მცდელობის კიდევ ერთი მცირე მაგალითია, რითაც ისინი რადიკალი LGBTQIA2S+ აქტივისტების დასაშოშმინებლად ბიოლოგიური რეალობის უგუგლვებელყოფას ცდილობენ. ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულს სრულად იზიარებს, რაც მის მიერ 2022 წელს მიღებულ დოკუმენტში, სახელწოდებით, „გენდერული თანასწორობა და ქალებისთვის უფლებამოსილების მინიჭება“, უშუალოდ აისახა. Breitbart News-ის უწყებით, აღნიშნული დოკუმენტი „ცნება „ქალის“ არსს ხელახლა განმარტავს და გენდერული ორობითობის უგულვებელყოფას ცდილობს“.

გამოცემის თანახმად, „ტერმინი მოიაზრებს როგორც მამაკაცებს, ასევე, ქალებს „მთელი თავიანთი მრავალფეროვნებით“; მათი განმარტებით, ტერმინი გენდერული იდენტობის და/ან გენდერული გამოხატვის, სქესობრივი მახასიათებლების, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ურთიერთდაკავშირებული მახასიათებლების სრულ სპქეტრს მოიცავს“.

ტრანსგენდერული იდეოლოგიის მხარდამჭერები ცდილობენ, რომ ფაქტობრივი რეალობა, რომელიც მხოლოდ ორი ბიოლოგიური სქესის არსებობას გულისხმობს, დრომოჭმულ მოსაზრებად გაასაღონ.

 

https://www.breitbart.com/politics/2024/05/20/michigan-school-executive-bans-the-terms-boy-and-girl-among-staff/