
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსიდან მიგრანტების რეპატრიაციის ხარჯები ევროკავშირმა უნდა დაფაროს
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან მიგრანტების რეპატრიაციის ხარჯები ევროკავშირმა უნდა დაფაროს.
„მიგრანტებს აეროპორტში ვკრებთ. თვითმფრინავი დღეს რატომ არ გამოგზავნეს?“- ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტებისთვის განკუთვნილი საევაკუაციო ფრენის გაუქმებას. სპეციალურ რეისს მიგრანტები ერაყში უნდა დაებრუნებინა.
მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტს აცნობეს, რომ ფრენა ხარჯების ანაზღაურების პრობლემის გამო გადაიდო, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხარჯების ანაზღაურება ევროკავშირს მოუწევს.
„რა ღირს ეს რეისი? დაე, ევროკავშირმა გადაიხადოს,“ – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენომ.
ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის ალექსანდრე ვოლფოვიჩის განცხადებით, მინსკის აეროპორტში ევაკუაციას 200-მდე მიგრანტი ელის.
„ჩვენი ინფორმაციით დღეს უნდა განხორციელებულიყო ფრენა, რომელიც უკან დაბრუნების მსურველ ლტოლვილებს ერაყში ჩაიყვანდა. გაურკვეველი მიზეზების გამო ფრენა დღეს არ შედგა. აეროპორტში 200-მდე მიგრანტია, რომელიც ამ რეისს ელის,“ – განაცხადა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა.
რამოდენიმე კვირაა ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან ერაყში ჩასული ათასობით მიგრანტი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრებიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე
შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის