ლიბერალური მედიის მტკიცებით, აშშ-ის მადლიერების დღის დღესასწაული გენოციდსა და თეთრკანიანთა უპირატესობას უჭერს მხარს

ლიბერალური მედიის მტკიცებით, აშშ-ის მადლიერების დღის დღესასწაული გენოციდსა და თეთრკანიანთა უპირატესობას უჭერს მხარს

ლიბერალები თვლიან, რომ აშშ-ის პოპულარული დღესასწაული მადლიერების დღე გენოციდსა და თეთრკანიანთა უპირატესობას უჭერს მხარს.

„რას ნიშნავს მადლიერების დღე აბორიგენი მოსახლეობისთვის? ეს მათთვის გლოვის დღეა,“ – ასეთი დასათაურება ჰქონა USA Today-ის ერთ-ერთ სტატიას.

„ბევრისთვის მკვიდრ ამერიკელებსა და პილიგრიმებს შორის მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობის ნაცვლად, მადლიერების დღე გენოციდის ბნელ აჩრდილს განასახიერებს. ყველა ტომსა და თითოეულ ინდივიდს მადლიერების დღის გატარების განსხვავებული გზა შეიძლება ჰქონდეს. ზოგიერთი ოჯახთან ერთად ისადილებს, ილოცებს და მკვიდრ ამერიკელთა მდიდარი ზეპირსიტყვიერი ისტორიიდან ამბებს მოჰყვება. სხვები კი მთელი დღის განმავლობაში იმარხულებენ,“ – აღნიშნულია USA Today-ის სტატიაში

გაზეთში ამერიკელი ინდიელის დენის ზოტიგიც ციტატაც იყო გამოყენებული, რომელიც აცხადებდა, რომ მკვიდრ ამერიკელთა უმრავლესობისთვის მადლიერების დღე გლოვის დღეა.

„მკვიდრ ამერიკელებს, განსაკუთრებით კი ახალი ინგლისის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ახსოვთ გენოციდის მცდელობა, როგორც ისტორიის ფაქტობრივი ნაწილი, რომელსაც  მათ მადლიერების დღეზე ყოველწლიურად ახსნებენ,“ – აღნიშნა დენის ზოტიგმა.

ამინდის სამსახურის „Currently”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამერიკელები, რომლებიც მადლიერების დღეს აღნიშნავენ, მკვიდრ ამერიკელებს ტკივილს აყენებენ.

„მადლიერების დღესასწაულს ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანი აღნიშნავს. დღესასწაული დაფუძნებულია ცრუ ნარატივზე, რომელიც  გენოციდისა და კოლონიზაციის ნამდვილ ისტორიას მსუბუქ და მეტწილად ცრუ ამბად გარდაქმნის,“ – აღნიშნული იყო „Currently”-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია ასევე გააკრიტიკეს Pennsylvania Capital-Star-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც.

„როდესაც პილიგრიმები ხომალდ „მეიფლაუერით“ ამერიკაში ჩამოვიდნენ, მათ მადლობები არ ჩამოუტანიათ და არც მადლიერება გამოუხატავთ. მათ მოიტანეს რასისტული გენოციდი და არაფერი გაუციათ. მადლიერების დღე, როგორც ამერიკული დღესასწაული არის ამ რასისტული გენოციდის ზეიმი,“ – აღნიშნა სტატიის ავტორმა.

მედია კომპანია Green Matters-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მადლიერების დღე აბორიგენი მოსახლეობის საძაგელ კოლონიზაციას განადიდებს,“ რომელშიც დღესასწაულზე ინდაურის მირთმევის ტრადიცია იყო გაკრიტიკებული.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ 1621 წლის მადლიერების დღეს ინდაურს მიირთმევდნენ. ყოველწლიურად ამერიკელები 46 მილიონამდე ინდაურს კლავენ და მიირთმევენ. ამ სასტიკ და არამდგრად ტრადიციას საფუძველი არ აქვს. ბაზარზე ინდაურის ბევრი ვეგანური ალტერნატივა არსებობს, რომელიც უფრო თანამგრძნობი და ეკოლოგიური არჩევანია,“ – აღნიშნულია Green Matters-ის სტატიაში.