
ლონდონში მეცნიერების მუზეუმი ტრანსგენდერთა არასაკმარისად წარმოჩენასთან დაკავშირებით „ბიჭი თუ გოგო?“ ცვლილებებს შეიტანს
ლონდონში მეცნიერების მუზეუმი მიღებული საჩივრების გამო ადამიანის ბიოლოგიის შესახებ გამოფენაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელშიც კრიტიკოსების აზრით ტრანსგენდერები სათანადოდ წარმოდგენილები არ იყვნენ.
„ბიჭი თუ გოგო?“ – ეს გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც მნახველებს ქრომოსომებისა და ჰორმონების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ორგანიზატორებს გამოფენაში ცვლილებების შეტანა დაევალათ, რათა „არაინკლუზიური ნარატივი“ შეცვალონ.
ლონდონის პოპულარული მუზეუმის განცხადებით, გამოფენა „ვინ ვარ მე?“ უნდა გადაიხედოს, რადგან ექსპოზიცია ტრანსგენდერთა არასაკმარისად წარმოჩენის გამო გააკრიტიკეს.
გამოფენა „ბიჭი თუ გოგო“ უკვე წარმოაჩენს „არასასურველ სხეულში დაბადების შეგრძნებებსა და იმას, რომ გენდერული იდენტობა, შესაძლოა, ადამიანის ბიოლოგიურ სქესს არ ემთხვეოდეს.” გამოფენილ ნივთებს შორის არის გულ-მკერდის გასასწორებელი სპეციალური ჟილეტი, ასევე ტესტოსტერონის შეკვრა და მამაკაცის ყალბი სასქესო ორგანო, რომლის ტარება ტანსაცმლის შიგნით შეუძლია მას, ვისაც თავის მამაკაცად წარმოჩენა სურს.
The Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ მეცნიერების მუზეუმი გამოფენასთან დაკავშირებით ბრაიტონის ტრანსოლოგიის მუზეუმთან კონსულტაციებს გადიოდა. აღნიშნული მუზეუმის მმართველები თვლიან, რომ ის „დიდ ბრიტანეთში არაბინარული, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების ცხოვრების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი საგნების კოლექციებს ფლობს.“
საგადასახადო ექსპერტი მაია ფორსტეიტერი, რომელმაც სამსახური დაკარგა, რადგან განაცხადა, რომ ტრანსგენდერებს სქესის შეცვლა არ შეუძლიათ, მეცნიერების მუზეუმში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებულია. მისი თქმით, მეცნიერების მუზეუმი კულტურული ტენდენციების გავლენის ქვეშაა.
„სქესობრივი რეპროდუქცია მილიარდობით წლის წინ განვითარდა და ის ბოლო წლებში არ შეცვლილა. ეს არის ყველა უმაღლესი მცენარისა და ცხოველის, მათ შორის ადამიანის რეპროდუქციული სტრატეგია. მეცნიერების მუზეუმის მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ასაკის მიუხედავად ყველა ვიზიტორს ეს გააგებინოს,“ – განაცხადა მაია ფორსტეიტერმა.
გამოფენამ „ბიჭი თუ გოგო?“ 2016 წელს მიღებული საჩივრების გამო მოხსნა აბრა, რომელზეც ეწერა: „თქვენი X და Y ქრომოსომები განსაზღვრავენ თქვენს სქესს.“
მეცნიერების მუზეუმის განცხადებით, გამოფენის გადახედვა ითვალისწინებს ახალ სამეცნიერო კვლევებსა და მნახველთა გამოხმაურებებს.
„გამოფენის განახლება ცვლილებების საფუძველზე მოხდა და ემყარება იმ რესურსებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ასახოს ის სფეროები, რომელშიც უახლესი კვლევები ჩატარდა ან რომლის მიმართაც სამეცნიერო კონსენსუსი შეიცვალა,“ – აღნიშნულია მეცნიერების მუზეუმის განცხადებაში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის