შოტლანდიაში 4 წლიდან ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც შეეძლებათ გენდერის შეცვლა

შოტლანდიაში 4 წლიდან ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც შეეძლებათ გენდერის შეცვლა

შოტლანდიაში ხელისუფლების მიერ წარდგენილი ახალი მითითებებით, 4 წლიდან ბავშვებს შეეძლებათ გენდერის შეცვლა მშობლის თანხმობის გარეშეც.

შოტლანდიის მმართველთა რეკომენდაციით, გენდერის შეცვლის მსურველ ნებისმიერ ბავშვს საგანმანათლებლო თუ აღმზრდელობით დაწესებულებებში მხარი უნდა დაუჭირონ და მოუსმინონ. კონკრეტულად, კი მასწავლებლებს ურჩევენ, არ დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ ბავშვის სურვილი იცხოვროს როგორც გოგომ ან ბიჭმა, ამის ნაცვლად კი ჰკითხონ მათთან ურთიერთობისას მდედერობითი სქესის გამომხატველი ნაცვალსახელი გამოიყენონ თუ მამრობითი.

ახლახანს დანერგილი რეგულაციებით, სკოლებს დაავალეს, რომ ტრანსგენდერთა თემატკის წიგნები შეიტანონ სასწავლო გეგმაში. ბავშვებს ნება მისცენ თავად აირჩიონ ქალების გასახდელებითა და საპირფარეშოებით ისარგებლებენ, თუ კაცების. ამასთან სკოლებში დანერგონ გენდერულად ნეიტრალური უნიფორმები.

ახალი რეკომენდაციები ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხებათ, სადაც 4 წლიდან და ზემოთ ასაკის ბავშვები სწავლობენ. ხელისუფლების პოზიციით, გენდერული იდენტობის აღიარება და განვითარება პატარა ასაკიდან უნდა მოხდეს.

„ზოგიერთი ახალგაზრდა საკუთარ გენდერულ იდენტობას არკვევს დაწყებით სკოლაში. დაწყებითმა სკოლებმა უნდა შეძლონ ამ ახალგაზრდების სურვილების გათვალისწინება, რათა მათ ჰქონდეთ უსაფრთხო, ინკლუზიური და ღირსეული გარემო, სადაც არ უნდა სწავლობდნენ“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

სკოლებს განუცხადეს, რომ მათ არ უნდა აცნობონ მშობლებს, თუ მოსწავლე მათ ეტყვის, რომ მათ გენდერის შეცვლა სურს.