
ტრანსგენდერმა მოცურავემ ლია თომასმა აშშ-ში ქალების მიერ დამყარებული სამი რეკორდი გააუმჯობესა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის 22 წლის ტრანსგენდერი მოცურავე წარმატებულ სეზონს ატარებს. გასულ კვირას ოჰაიოს შტატში ჩატარებულ სამდღიან ღონისძიებაზე მან რამოდენიმე რეკორდი მოხსნა.
ლია თომასმა აკრონის უნივერსიტეტში გამართულ შეჯიბრებაზე 500 იარდზე (1 იარდი = 0.9144 მეტრს) თავისუფალი სტილით ცურვის შესარჩევ და ფინალურ ტურებში გამარჯვება მოიპოვა.
ფინალში ტრანსგენდერი მოცურავის მიერ დაფიქსირებული დრო 4:34.06 წუთს შეადგენდა, რაც აივის ლიგის ახალი რეკორდის დასაფიქსირებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ლია თომასმა რეკორდების მოხსნა შაბათსაც განაგრძო. 200 იარდზე თავისუფალი სტილით ცურვაში მან მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს 7 წამით აჯობა და ქვეყანაში ფინიშთან მისვლის ყველაზე ხანმოკლდე დრო დააფიქსირა.
შაბათ-კვირას ლია თომასმა ახალი პროგრამის „Meet and Pool”-ის რეკორდიც მოხსნა, რომელიც 1650 იარდზე თავისუფალ ცურვას ითვალისწინებს. პროგრამის შესრულებას მან 15:59.71 წუთი მოანდომა. ტრანსგენდერმა მოცურავემ მეორე ადგილზე გასულ თანაგუნდელ ანა კალანდაძეს 38 წამით აჯობა.
სქესის შეცვლამდე ლია თომასმა, როგორც მამაკაცმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ორი სრული სეზონი ჩაატარა. აშშ-ში სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაცია ათლეტებს ქალთა სპორტში გადანაცვლებამდე ტესტოსტერონის დათრგუნვის ერთწლიანი თერაპიის გავლას ავალდებულებს.
„ცურვა ჩემი ცხოვრების და იდენტობის ნაწილია. ხუთი წლიდან ვცურავ. ტრანსგენდერობამ ჩემს სპორტულ შესაძლებლობებზე გავლენა ვერ მოახდინა. ცურვის გაგრძელება ძალიან სასიამოვნოა,“ – განაცხადა ლია თომასმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის