ჩინეთის გაძლიერების უპირველეს მიზეზს აშშ-ის ელიტები წარმოადგენენ – ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი

ჩინეთის გაძლიერების უპირველეს მიზეზს აშშ-ის ელიტები წარმოადგენენ – ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა აშშ-ის მმართველი კლასი ჩინეთის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დაშვებისა და ათწლეულების მანძილზე თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, რამაც, მისი თქმით, ქვეყნის შიდა წარმოება გაანადგურა.

2001 -დან 2018 წლამდე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გამო აშშ-ს ეკონომიკამ 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა, აქედან 2.8 მილიონი ამერიკულმა წარმოებამ.

„აშშ-ის ელიტები ფიქრობდნენ: „ჩინეთი ჩვენნაირი გახდება, აღარ იქნება თაღლითი ქვეყანა, ის ადამიანის უფლებებს დააფასებს და უფრო დემოკრატიული გახდება.“ გარდა იმისა, რომ ეს არ მოხდა, ჩინეთი ძალიან გაძლიერდა. ჩინეთის გაძლიერების უპირველეს მიზეზს აშშ-ის ელიტები წარმოადგენენ,“ – აღნიშნა რონ დესანტისმა.

„ჩინეთი გავლენას ახდენს დასავლეთზე, რომ ის მისნაირი გახდეს. ჩინეთთან მიმართებაში მთელი ექსპერიმენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მარცხი იყო. ჩვენ ეს დავინახეთ, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ადამიანებს ნიღბები და სხვა საშუალებები ესაჭიროებოდათ. ეს ყველაფერი კი ჩინეთში  იწარმოებოდა. ისინი ყველაფერს აკონტროლებდნენ. მათ ჩვენი ეკონომიკის კომპონენტებზე მნიშვნელოვანი კონტროლი აქვთ დამყარებული, რაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. აშშ უნდა დაშორდეს ჩინეთს, ჩვენი ინვესტიციები უნდა გავაცალკევოთ,“ – დასძინა რონ დესანტისმა.

ფლორიდის გუბერნატორის თქმით, ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ს ურთიერთობის სურვილი უნდა ჰქონდეს.

„მე წარმოების განახლება მსურს და ვფიქრობ, ფლორიდა შესანიშნავი ადგილია ამისთვის. მე ფლორიდაში გავაკეთებდი რამეს, ადამიანები ჩამოვიდოდნენ, მათ წლების განმავლობაში გადასახადებს არ დავუწესებდი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ წარმოებას ჩინეთისგან დავიხსნით,“ – განაცხადა რონ დესანტისმა.