გამოკითხვა: ამერიკელების 60% თვლის, რომ ჯო ბაიდენი სუსტი ლიდერია

გამოკითხვა: ამერიკელების 60% თვლის, რომ ჯო ბაიდენი სუსტი ლიდერია

Economist/YouGov-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების 60% ჯო ბაიდენს სუსტ ლიდერად მიიჩნევს, მათ შორის 45% კი თვლის, რომ ის ძალიან სუსტი ლიდერია.

ჯო ბაიდენს ძალიან ძლიერ ლიდერად მხოლოდ გამოკითხულთა 11% თვლის.

კითხვაზე „ჯო ბაიდენი სუსტი თუ ძლიერი ლიდერია?“ პასუხების პროცენტული მაჩვენებლები ამგვარად გადანაწილდა:

  • ძალიან სუსტი – 41%
  • ნაწილობრივ სუსტი – 19%
  • ნაწილობრივ ძლიერი – 29%
  • ძალიან ძლიერი -11%

რეგისტრირებული ამომრჩევლების პასუხების პროცენტული მაჩვენებლები მოცემულ კითხვაზე  ამგვარად გადანაწილდა:

  • ძალიან სუსტი – 42%
  • ნაწილობრივ სუსტი – 16%
  • ნაწილობრივ ძლიერი – 29%
  • ძალიან ძლიერი – 12%

გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი კეთილსინდისიერი და სანდო არ არის, 38% კი საპირისპირო აზრზეა.

უპარტიო ამომრჩევლების 52 % თვლის, რომ ჯო ბაიდენი კეთილსინდისიერი და სანდო არ არის. საპირისპირო მოსაზრება უპარტიო ამომრჩევლების მხოლოდ 27%-ს აქვს.

გამოკითხვა აშშ-ში 2-4 იანვარს ჩატარდა.