მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ გენდერული იდენტობის კლინიკაში, თვითმკვლელობის რისკი 5,5-ჯერ მაღალია

მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ გენდერული იდენტობის კლინიკაში, თვითმკვლელობის რისკი 5,5-ჯერ მაღალია

გენდერული იდენტობის განვითარების სამსახურის მონაცემთა მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დიდი კლინიკა, რომელიც მკურნალობს ტრანსგენდერად იდენტიფიცირებულ ახალგაზრდებს, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიან ამ კლინიკაში ან მიმართავენ მას სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის, თვითმკვლელობის საშიშროება დაახლოებით 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვეულებრივი, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის  მოსახლეობის რიცხვს მიეკუთვნებიან, წერენ ერთ-ერთი გამოცემის ახალ ნომერში.

თუმცა, ზემოხსენებულ კვლევასთან დაკავშირებით არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც.  მაგალითად, ოქსფორდის სოციოლოგიის პროფესორი არ ეთანხმება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანს-გენდერებში სუიციდის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში. და თუ თვითმკვლელობები ხდება ტრანს-გენდერებში, ამის მიზეზი არ არის მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, აცხადებს პროფესორი, რომელიც მედიას ტყუილში ადანაშაულებს, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ფსიქიკურ-ემოციური ზეგავლენა იქონიოს, როგორც ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, ასევე მათ ოჯახებზე.

ოქსფორდის პროფესორი აქვეყნებს ტრანსგენდერებში თვითმკვლელობის ჩადენის პოტენციური მიზეზების სიას, რომელშიც შედის: გენდერული დისფორია; თანმხლები ფსიქიკური დაავადებები; ბულინგი და „კვებითი დარღვევების, დეპრესიისა და აუტიზმის სპექტრის პირობების მაღალი მაჩვენებელი“. ეს არის იმ ჯანმრთელობის პრობლემების ჩამონათვალი, რითიც ახალგაზრდები მიმართავენ ზემოაღნიშნულ კლინიკას. ყველა ეს ჯანმრთელობის პრობლემა ასოცირდება სუიციდის გაზრდილ რისკთან. შემდგომმა კვლევამ არ აჩვენა დიდი პროცენტული სხვაობა აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტებისა და ჩვეულებრივი პოპულაციის მხრიდან კლინიკის მიმართვიანობებს შორის.

თუმცა, რჩება კითხვა, თავად მკურნალობის მეთოდი, რა მკურნალობასაც სთავაზობენ ტრანს-გენდერებად იდენტიფიცირებულ ახალგაზრდებს კლინიკაში, ხომ არ ზრდის თვითმკვლელობის მაჩვენებელს. მაგალითად, კიდევ ერთი ახლახანს ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ესტროგენით მკურნალობა, რომელსაც ხშირად აძლევენ ტრანს-გენდერად იდენტიფიცირებულ ბიოლოგიურ მამაკაცებს, ზრდის სუიციდის რისკს.

უაღრესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ტრანს-გენდერად იდენტიფიცირებულ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის რისკი უფრო მაღალია, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სუიციდის ზოგადი მაჩვენებლი კვლავ დაბალი რჩება, ბევრად დაბალი, ვიდრე ამის შესახებ წამყვანი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას.

Tags: კულტურა ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები