
ფილადელფიის სკოლებმა მასწავლებლებს მოუწოდეს, რომ ტრანსგენდერული სქესის თემაზე გამართულ კონფერენციას დასწრებოდნენ
ფილადელფიის სასკოლო ოლქის მრავალფეროვნების სამსახურმა ოლქის სკოლის მასწავლებლებს მოუწოდა, რომ დასწრებოდნენ კონფერენციას, რომელიც არასრულწლოვნებში სქესის შეცვლის ფართოდ დანერგვის პროპაგანდას ეძღვნებოდა. შეხვედრა ასევე, მოიცავდა რამდენიმე წარდგენას სექსთან და მასტურბაციასთან დაკავშირებით.
ფილადელფიის ტრანსგენდერთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი მიძღვნილმა კონფერენციამ, რომელიც 2021 წლის ივლისში ვირტიუალურად გაიმართა, დიდი ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც კონსერვატორმა აქტივისტმა და მანჰეტენის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა ქრისტოფერ რუფომ Twitter-ის პირად გვერდზე ვიდეოები გააზიარა და განაცხადა, რომ მრავალფეროვნების სამსახურმა და ფილადელფიის საჯარო სკოლების თანასწორობისა და ინკლუზიურობის ორგანიზაციამ სკოლის მასწავლებლებს და პერსონალს კონფერენციაზე დასასწრებად ელფოსტის საშუალებით მოსაწვევები გაუგზავნა. გამოცემა The Washington Examiner-მა სასკოლო ოლქს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
რუფოს მიერ გაზიარებულ ვიდეოებში ჩანან წამყვანები, რომლებიც თავიანთ სხვადასხვა ტიპის სექსუალურ აქტივობას აღწერენ, დაწყებული ორგანიზებული ორგიებიდან დამთავრებული სხვადასხვა სახის გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობით.
ვიდეოში ერთ-ერთმა წამყვანმა გრაფიკულად აღწერა, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული სწორად სექსუალური ატრიბუტი.
სქესის შეცვლის პრეზენტაციის დროს სანფრანცისკოს გენდერის დადასტურების ცენტრის პლასტიკურმა ქირურგმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, მას 12 წლის მოზარდისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია ჯერ არ გაუკეთებია, იგი კონსულტაციას მაინც გაუწევდა, „თუ ამის საჭიროება დადგებოდა“.
„მე ჩემს პრაქტიკაში არ მაქვს დადგენილი ასაკის რაიმე მინიმალური ზღვარი“, განაცხადა ქირურგმა, „არ არსებობს რაიმე ქრონოლოგიური ასაკი, რა დროსაც ოპერაციის გაკეთება რეკომენდირებული არ არის“.
„როგორც მახსოვს, ერთ თუ ორ 13 წლის მოზარდს გავუკეთე სქესის შესაცვლელი ოპერაცია“, დაამატა მან.
კონსერვატორმა აქტივისტმა რუფომ, რომელმაც მაქსიმალური სიზუსტით აღწერა კონფერენციის დეტალები, განაცხადა, რომ ღონისძიებას უმასპინძლა ფილადელფიაში არსებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ – Mazzoni-ის ცენტრმა, რომლის განცხადებით, ის ადამიანებს სთავაზობს „ხარისხიან და სრულყოფილ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მომსახურებას LGBTQ საზოგადოებაზე ორიენტირებულ გარემოში“.
ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია საკონტაქტო ინფორმაცია და დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურთ მეტი შეიტყონ სქესის შეცვლის პროცედურების შესახებ, შეუძლიათ დაკავშირება.
Mazzoni-ის ცენტრის 2021 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა სამთავრობო კონტრაქტების საშუალებით 5 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მიიღო, შემოწირულობით მიღებულ თანხაზე ბევრად მეტი, რომელმაც 200 000 დოლარი შეადგინა.
ფილადელფიის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ Mazzoni-ის ცენტრთან საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის მიზნით კონტრაქტი გააფორმა. ცენტრის განცხადებით, სასწავლო პროგრამა „LGBTQ თეორიასა და ისტორიაზეა დაფუძნებული“.
Tags: კულტურა აშშ საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის