გერმანიაში ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან თავისუფლად შეეძლება სქესისა და სახელის შეცვლა.

გერმანიაში ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან თავისუფლად შეეძლება სქესისა და სახელის შეცვლა.

გერმანიაში შემუშავებული ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც ქვეყნის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა გუშინ წარადგინა, ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან თავისუფლად შეეძლება სქესისა და სახელის შეცვლა.

„სამივე სახელისუფლებო პარტია – სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტია – თანხმდებიან, რომ კანონმდებლობა ტრანსსექსუალების სტატუსთან დაკავშირებით ახალი კანონით უნდა ჩანაცვლდეს“, – ნათქვამია იუსტიციის ფედერალური მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახლა, ე.წ. თვითგამორკვევის აქტი ჩაანაცვლებს ძველ კანონს, რომელიც გერმანიის მემარცხენე მთავრობის აზრით, დისკრიმინაციული და მოძველებულია, იტყობინება უნგრული საინფორმაციო გამოცემა.

მმართველ პარტიებსა და შესაბამის სამინისტროებს შორის მოლაპარაკებების დროს შემუშავებული ძირითადი პრინციპების მიხედვით, ახალი კანონით უნდა განისაზღვროს, რომ ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად და თავისუფლად შეუძლია გადაწყვიტოს თავისი სქესი და სახელი მარტივი სარეგისტრაციო პროცედურის გზით ყოველგვარი სამედიცინო შემოწმებისა თუ ექსპერტიზის გარეშე.

ახალი კანონი სავარაუდოდ წარმოშობს რიგ პოტენციურად რთულ საკითხებს, როგორიცაა ტრანს ქალების, ანუ, ბიოლოგიური მამაკაცების, ქალების სპორტში მონაწილეობა, თემა, რომელიც ახლახანს ბევრმა საერთაშორისო სპორტულმა ორგანომ დაბლოკა. გარდა ამისა, ადამიანებს სქესის შეცვლა შეუძლიათ განქორწინების პროცესში, არსებული სავარაუდო დავის თავიანთთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით გადასაწყვეტად. სხვა ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, შვეიცარია, მამაკაცებმა სქესი იმ მიზნითაც კი შეიცვალეს, რომ ადრე გასულიყვნენ პენსიაში და მიეღოთ მათთვის განკუთვნილი თანხა.

Tags: პოლიტიკა საზოგადოება გერმანია