რუსეთის ფლოტის გემები ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა
მსოფლიო
რუსეთის ფლოტის გემები ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა

რუსეთის ფლოტის გემები, სარაკეტო კრეისერ “ვარიაგის” ხელმძღვანელობით, ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„რუსული გემები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ საზღვაო წვრთნებში „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2024“. მასში ასევე ჩაერთვებიან ირანისა და ჩინეთის საზღვაო ძალების გემები, კატარღები და საზღვაო ავიაცია. დამკვირვებლებად წარდგებიან პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები“, – განაცხადეს უწყებაში.

მათი განმარტებით, მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკაა.

სამინისტროსვე ცნობით, რომ აღნიშნულ წვრთნებში, სარაკეტო კრეისერ “ვარიაგთან” ერთად, მოდერნიზებული დიდი წყალქვეშა გემი “მარშალ შაპოშნიკოვიც” მიიღებს მონაწილეობას.