გამოცემა New York-ის ტრანსგენდერი კრიტიკოსი ანდრეა ლონგ ჩუ ბავშვებისთვის სქესის შეცვლას მხარს უჭერს და აღნიშნულ სამედიცინო პროცედურას „ბიოლოგიურ სამართლიანობას“ უწოდებს
საზოგადოება
გამოცემა New York-ის ტრანსგენდერი კრიტიკოსი ანდრეა ლონგ ჩუ ბავშვებისთვის სქესის შეცვლას მხარს უჭერს და აღნიშნულ სამედიცინო პროცედურას „ბიოლოგიურ სამართლიანობას“ უწოდებს

პერიოდული ჟურნალი New York-ი იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბავშვებს  თავიანთი გენდერის/სქესის თავისუფლად შეცვლის შესაძლებლობა მშობლების ან ნებისმიერი სხვა ზრდასრული ადამიანის ჩარევის გარეშე უნდა მიეცეთ. გამოცემა ასეთი რამის დაშვებას „ბიოლოგიური სამართლიანობის“ ფორმად და ამასთანავე, „მორალურ“ ქმედებად მიიჩნევს.

გამოცემის ახალ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც პულიცერის პრემიის ლაურეატი, კულტურის კრიტიკოსი ანდრეა ლონგ ჩუ ამტკიცებს, რომ ბავშვებისთვის სქესის შესაცვლელი პროცედურების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა ეს არის უფლება, რომელიც მომდინარეობს ისეთი რამიდან, რასაც „ბიოლოგიური სამართლიანობა“ ეწოდება, რაც, მისივე თქმით, მოიცავს „უფლებას აბორტზე, ნოყიერ საკვებსა თუ სუფთა წყალზე და რაც ყველაზე მთავარია, უფლებას ჯანმრთელობის დაცვაზე“.

ანდრეა ლონგ ჩუმ – მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ქალად იდენტიფიცირდება – New York-ისთვის  8000 სიტყვიანი ესსე დაწერა, რომლითაც ის მკითხველის გენდერული ეპისტემოლოგიის, სქესობრივი დეკონსტრუქციონიზმის, ყველაფერი პოსტმოდერნისტულისა და ჯუდიტ ბატლერის დამაბნეველ ლაბირინთებში შეყვანას ცდილობს.

ჩუს ესსე გამიზნულია მარცხენა მხარეს მდგომ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბავშვებისთვის სქესის შესაცვლელი ოპერაციების გაკეთებას არ ეთანხმებიან. ამ კონტრრევოლუციონერებში შედის New York Times-ის პერსონალი, რომელთაც გამოაქვეყნეს სტატიების მთელი სერია, სადაც ბავშებში, განსაკუთრებით კი, მოზარდ გოგონებში, ტრანსგენდერიზმის მკვეთრ ზრდას საეჭვოდ მიიჩნევენ.

ამასთანავე, ჩუს სიაში არიან გამოცემები The Atlantic-ი და The Economist-ი და ასევე, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ტრანს დოგმას ეჭვქვეშ აყენებენ.

ასეთ ადამიანებს „TARL“-ებს – ტრანსაგნოსტიკურ რეაქციულ ლიბერალებს უწოდებენ. ესენი არიან მემარცხენეთა მოწინააღმდეგეები, რომლებიც ზოგადად არასრუწლოვნებისთვის სქესის შესაცვლელი პროცედურების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. ჩუს მსჯელობის თანახმად, როგორც კულტურული რევოლუციების დროს ხდება ხოლმე, ბევრად დიდი მიზნის მისაღწევად ასეთი ზომიერი ლიბერალებისგან გაწმენდა აუცილებელია.

როგორც ჩანს, ჩუს ესსეში ცენტრალურ ადგილს მაინც „ბიოლოგიური სამართლიანობის“ცნება იკავებს, რემელსაც ავტორი არსად არ განმარტავს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გარკვეულწილად სოციალურ სამართლიანობას უნდა უკავშირდებოდეს.

კრიტიკოსი ჩუ ირწმუნება, რომ ტრანს ბავშვებს სქესის შეცვლის უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ და გენდერულ ტრანზიციასთან დაკავშირებით მათთვის არანაირი შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს.

„ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი სქესისა თუ გენდერის შეცვლის საშუალება. ტრანს გოგონებს, მათი ბიოლოგიური სქესის მიუხედავად, უნდა შეეძლოთ გოგონების სპორტულ გუნდებში ასპარეზობა. თუ ისინი ამა თუ იმ სპორტში სხვაზე მეტ წარმატებას მიაღწევენ, ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ზოგიერთი გოგონა სპორტში სხვებთან შედარებით უკეთესია“, – წერს იგი.

Breitbart News-ის ცნობით, ჩუმ გასულ წელს კრიტიკის დარგში პულიცერის პრემია მოიპოვა, რაც ბევრ ქალში, რომლებიც მას განდიდებულ ყალბ ქალად და სექს-ფაშისტად მიიჩნევენ, დიდი სკეპტიციზმის გაჩენის მიზეზად იქცა.

ჩუმ დაწერა, რომ ის ტრანსგენდერი „სისი პორნოზე“ დამოკიდებულების გამო გახდა – ეს არის ჟანრი, რომელშიც მამაკაცები  მორჩილის როლს ასრულებენ და ხშირად ქალების საცვლებს ატარებენ.

 

წყარო: https://www.breitbart.com/entertainment/2024/03/12/new-york-magazines-transgender-critic-andrea-long-chu-promotes-sex-changes-for-children-as-biological-justice/